კრემლი აშშ-ის ბრალდებას რომ რუსეთი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა, უარყოფს - Palitra News

კრემლი აშშ-ის ბრალდებას რომ რუსეთი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა, უარყოფს

2018-12-18 16:15:56+04:00

კრემლი აშშ-ის ბრალდებას რომ რუსეთი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა, უარყოფს. როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვაშინგტონის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და მსგავსი ბრალდების დასამტკიცებლად საჭიროა უფრო მეტი დეტალი. როგორც ამერიკელი სენატორების მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ, მოსკოვის არჩევნებში სოციალური მედიის გამოყენებით ჩარევა გაცილებით უფრო მასშტაბურად მოხდა, ვიდრე ამას ამ დრომდე ვარაუდობდნენ. უფრო მეტიც, ექსპერტების თქმით, რუსეთი შეეცადა ამერიკელების რასისა და იდეოლოგიის მიხედვით გახლეჩას. ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით კი, რუსეთის ტროლების ქარხანა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აფროამერიკელ ამომრჩევლებზე ახდენდა გავლენას. ტროლები აფროამერიკელ ამომრჩევლებს უბიძგებდნენ ბოიკოტი გამოეცხადებინათ არჩევნებისთვის ან ხმის მიცემის არასწორი პროცედურებისთვის მიემართათ.