კრაზანების შხამი არა მარტო ადამიანებისთვის არის საშიში, არამედ ბაქტერიებისთვისაც. მეცნიერებმა შხამიდან იმ პეპტიდის იზოლირება შეძლეს, რომელიც მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს, რის შედეგადაც მათ ახალი პოტენციური ანტიბიოტიკი მიიღეს. პეპტიდი მხოლოდ ბაქტერიებს აზიანებს, ადამიანის უჯრედებს კი არაფერს ვნებს - ჯერჯერობით ახალი ნივთიერება მხოლოდ თაგვებში გამოსცადეს.ანტიმიკრობულ პეპტიდებს დედამიწაზე მცხოვრები ორგანიზმების ყველა კლასი წარმოქმნის. ეს მოკლე ამინომჟავური ჯაჭვებია, რომლებსაც ბაქტერიების მემბრანების დაზიანება და შესაბამისად მათი განადგურება შეუძლიათ.