მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ახალი სახეობის ანტიბიოტიკი. პრეპარატის საფუძველს წარმოადგენს სამხრეთამერიკული კრაზანას Polybia paulista-ს შხამი, უფრო ზუსტად, მისი შეცვლილი პეპტიდები. ისინი ანადგურებენ ბაქტერიებს ისე, რომ არ აზიანებენ ადამიანის უჯრედებს. როგორც თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ყველაზე ძლიერი პეპტიდი უმკლავდებოდა Pseudomonas aeruginosa-ს, (ფსევდომონა აეროგინოზას) ბაქტერიას, რომელიც ანტიბიოტიკების უმრავლესობის მიმართ მდგრადია. პეპტიდი არღვევდა ბაქტერიის უჯრედულ მემბრანას. იგი ამას მაქსიმალური ეფექტურობით აკეთებდა ალფა-სპირალური სტრუქტურის საშუალებით. მეცნიერები დიდხანს არჩევდნენ და მოდიფიცირებდნენ ყველაზე მძლავრ პეპტიდს, მაგრამ ჯერჯერობით იდეალური ვერსიის მიღება ვერ შეძლეს. მათ სურთ შეცვალონ პეპტიდი ისე, რომ საჭირო იყოს მისი მინიმალური დოზის გამოყენება.