"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სააკაშვილის მომხრეებმა "ტიტუშკების" 7 მიკროავტობუსი დაბლოკეს. კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტში კონტრაქციის ორგანიზებაში წიკლაური უკრაინის ხელისუფლებას სდებს ბრალს. "პოროშენკომ და ავაკოვმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადაისროლეს "ტიტუშკების" ჯგუფები. ზონდერ-ტიტუშკების კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტისკენ გადასროლა უკავშირდება ხვალინდელ მოვლენებს. ამჟამად "ტიტუშკების" 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ", - წერს ნუგზარ წიკლაური Facebook-ის საკუთარ გვერდზე.