კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა - ეკატერინე ტიკარაძე - Palitra News

კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა - ეკატერინე ტიკარაძე

2020-05-04 15:36:22+04:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“.

მისივე განმარტებით, ექიმები ამ მიმართლებით ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტების მკურნალობისას. მინისტრმა ეკონომიკურ ნაწილზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, მთავრობამ, მოქალაქეების ხელშეწყობით, შეძლო, რომ კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით საუკეთესო შედეგი დაედო და ახლა დროა, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა კერძო სექტორმა გამოიჩინოს. ჯანდაცვის მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, შრომის ინსპექციის რეკომენდაციები შეასრულონ, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი გახსნის ღონისძიებები შეფერხების გარეშე განხორციელდეს.