14:52
5 აპრილი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
კოუტინიო კარიერას ინგლისში გააგრძელებს
20-03-2020

კატალონიური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფელიპე კოუტინიო, კარიერას კვლავ, ნისლიან ალბიონზე გააგრძელებს. სავარაუდო კლუბად ლონდონის ჩელსი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი კოუტინიოს იჯარით აიყვანს და მომავალი წლის ზაფხულში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება. ბრაზილიელი ამჟამად "ბარსელონადან" "ბაიერნშია" განათხოვრებული და "რეკორდმაისტერს" კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა ამის გაკეთებას არ აპირებს. კოუტინიოს "ბარსასთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ბუნდესლიგის 22 მატჩში გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები