გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლას ინციდენტი მოჰყვა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მანქანიდან გადმოსვლის დროს მათ შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძემ იკითხა - "აა, ესენი ქოცები არიან“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, თუმცა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ვაშაძე უბნიდან გამოვიდა.
იხილეთ: