"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის ამასთან, კემულარიას შეფასებით, ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი არის დაპატიმრებული - „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო.