თბილისში, კოსტავას 12 ნომერში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი სასტუმროს შენობაში გაჩნდა. მაშინვე გამოცხადდა ევაკუაცია. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი კი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სრულად გადაკეტილია იყო. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.