15:16
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არაჩვეულებრივი ისტორიები
კოშმარი რესპექტაბელური ოჯახიდან: ლეგენდად ქცეული კრიმინალი, რომელიც 40 წელია არავის უთმობს მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტულს
15-11-2017

ანარქისტი რავაშოლი, "ბონოს ბანდის" სახელით ცნობილი დაჯგუფება და მეორე მსოფლიო ომის ეპოქის მკვლელი ექიმი მარსელ პეტიე - საფრანგეთის ისტორია მდიდარია კრიმინალებით, რომელთაც აღიარება საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობით მოიპოვეს, თუმცა, მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტული მხოლოდ ჟაკ მერინმა დაიმსახურა და თითქმის 40 წელია არავის აღარ უთმობს.

მართალია, 1960-1970-იან წლების ევროპაში მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებების უამრავი რადიკალური დაჯგუფება არსებობდა, რომლთაც ომი ჰქონდათ გამართული როგორც ხელისუფლების ისე ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ პრესის "რჩეულად"  და "სახელმწიფოს ყველაზე საშიშ მტერად" არა პოლიტიკური დამნაშეავე, არამედ კლასიკური ბოროტმოქმედი ჟაკ მერინი იქცა, რომელიც მართალია, არც განსაკუთრებული ორიგინალობით გამოირჩეოდა, არც გონებამახვილობით, მაგრამ საპატიმროში დაწერილი მემუარების წყალობით, პრესასთან ინტენსიური ურთიერთობით და გულახდილი ინტერიუებით სწორედ ის პოპულარობა მოიპოვა, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
 
საპატიმროში, მორიგი სასჯელის მოხდისას, მერინი ჩიოდა, რომ "ყველაფერში წყეული ალჟირი იყო დამნაშავე!" რომელიც საფრანგეთისთვის ისეთივე ჯოჯოხეთად იქცა, როგორც შეერთებული შტატებისთვის ვიეტნამი. ჟაკ მერინი მართლაც იბრძოდა ალჟირში, თუმცა, მტკიცება, თითქოს დანაშაულებრივ გზაზე ომის სისასტიკემ უბიძგა, ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა.  

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები