"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ "კორუფციის აღქმის ინდექსის" 2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს. კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და პროგრამის მენეჯერმა ერეკლე ურუშაძემ წარმოადგინეს, როლებმაც განაცხადეს, რომ გასულ წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა, წელს კი ქვეყანამ ამ კუთხით უკეთესი შედეგი აჩვენა.