საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა. კერძოდ, ინდექსში 1-ქულიანი კლება დაფიქსირდა რაც უმნიშვნელოდ მიიჩნევა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ "კორუფციის აღქმის ინდექსის" 2017 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზეა. კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 25-ედ ქვეყნდება, საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ ექსპერტების მოსაზრებებს ემყარება.