თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული და უკომპრომისო პოზიცია აქვს. მერმა ყველა ტანამშრომელს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.