23:48
18 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.61%-ით გაძვირდა - რა ღირს ოქრო საქართველოში?
15-09-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე - ფასი 41,61%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების სამეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა.

ცნობისთვის, ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით გაძვირდა და აგვისტოში რეკორდულ ნიშნულზეც იყო. შესაბამისად,  ძვირფასი ლითონი საქართველოში ძვირდებოდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ოქროს ბირჟაზე უცხადებდნენ, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.

AutoPlay
Amazon-ი დამატებით 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
Gilead-ი მკერდის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას 21 მლრდ დოლარად ყიდულობს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 32%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
იანვარ-აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 29%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები