ქორწინებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჯონი დეპმა როლი პირველად მიიღო.
მსახიობი, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლს შეასრულებს მაივენ ლე ბესკოს ახალ ფილმში, რომლის გადაღებებიც ზაფხულში იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ზუსტი სათაური და სიუჟეტი ცნობილი არ არის, ვიცით, რომ ის ლუი XV-ის ცხოვრების შესახებ იქნება, რომელიც ქვეყანას თითქმის 60 წელი მართავდა. მაივენ ლე ბესკო ცნობილი ფრანგი რეჟისორია, რომლის ფილმებმა სხვადასხვა დროს Mon Roi და Polisse კანის ჯილდოები მოიპოვა.
ჯონი დეპი, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, 2020 წელს გამოსულ ფილმ Minamata-ში მონაწილეობის შემდეგ როლზე არ დაუმტკიცებიათ. ამ როლზეც 2018 წელს დაამტკიცეს და გადაღებები 2019-ში მიმდინარეობდა. გარდა იმისა, რომ ამ სკანდალის შემდეგ ჯონი დეპს ახალი როლები არ მიუღია, Warner Bros-მა მისი კანდიდატურა Fantastic Beasts-დან დამტკიცების შემდეგ მოხსნა და მსახიობი მადს მიკელსენით ჩაანაცვლა.