გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო. აღნიშნული ინფორმაცია მედიას შემთხვევის ადგილზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა მიაწოდა. როგორც მიქიაშვილი განმარტავს, აფეთქების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი რამდენიმე დღეში, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მუშაობას. ამასთან თბილისი ენერჯის წარმომადეგენელი აბონენტებს მიმართავს და მოუწოდებს რომ კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩაჭრან.