ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 16 სართულიანი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით გამოუსადეგარია საცხოვრებლად. მისი თქმით, ეტაპობრივად ხდება კორპუსის მცხოვრებლების კორპუსში შეშვება იმისათვის, რომ პირველადი საჭიროების ნივთები აიღონ. ხელაძის ინფორმაციით, კორპუსიდან 77 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.