საქართველოს ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების წარმომადგენლებმა, კორპორაციული მართვის საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს განვითარებად ბაზრებზე კორპორაციული მართვის მნიშვნელობა; ასევე მისი როლი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაკომერციული ბანკებისა და კაპიტალის ბაზრის კუთხით განხორციელებული ცვლილებები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს. ამასთან, ხაზი გაუსვა კორპორაციული მართვის მნიშვნელობას, სფეროში მიმდინარე რეფორმების ეფექტური განვითარებისთვის.აღსანიშნაავია, რომ გამართულ კორპორაციული მართვის სისტემას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. კერძოდ, ესენია: მიმზიდველობა ინვესტორებისთვის და დამატებითი კაპიტალი; კორპორაციული კონფლიქტების თავიდან აცილება და აქციონერთა უფლებების დაცვა, კომპანიის ეფექტური ზრდა და პიზიტიური იმიჯი ბაზარზე. ამასთან, ძლიერი კორპორაციული მართვის ინსტიტუტი მიიჩნევა კომპანიებში კორუფციის დაძლევის და გამჭვირვალე ბიზნესის განვითარების წინაპირობად მთელ მსოფლიოში.