ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვას გეგმავს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პენსიონერი ექიმები აღნიშნულის მზადყოფნას გამოთქვამენ. ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაუკავშირდა პენსიონერ ექიმებს და მათ რესურსს სახელმწიფო აქტიურად იყენებს. მან მოსახლეობასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ყველა პარტიას მოუწოდა, არ შეუწყონ ხელი იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ამასთანავე, ბოროტად არ გამოიყენონ ექიმების გმირობა, კეთილგანწყობა და ერის სიყვარული.