ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, პირველ თებერვლამდე არსებულ პერიოდს ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებში გამოიყენებს, რათა თებერვალში უსაფრთხო გახსნა უზრუნველყოს როგორც ტრანსპორტის, ასევე ბიზნესის მიმართულებით.