კორონავირუსად წოდებული პნევმონიის აფეთქებამ, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკასა და ჩინეთს შორის პირველი ფაზის დროს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ნაწილის ნიველირება მოახდინოს.
ამის შესახებ შტატების პრეზიდენტის თანაშემწემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, შტატებში კორონავირუსის აფეთქების მიმდინარეობას აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა, შეთანხმებაზე გარკვეული ეფექტი მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ფაზის შესახებ შეთანხმებას შტატებმა და ჩინეთმა ხელი 15 იანვარს ვაშინგტონში მოაწერეს.