2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ გლობალურ ინტერნეტ-კომერციას დამატებით 900 მილიარდი დოლარი მოუტანა. Mastercard-ის პროგნოზით, ამ თანხის 20-30% შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც digital-ში დარჩება.
Mastercard-ის კვლევის მონაცემებით, 2019 წელს ონლაინ-რითეილერებმა მომხმარებლების მიერ საცალო ვაჭრობაში დახარჯული ყოველი შვიდი დოლარიდან 1 დოლარი მიიღეს, დღეის მონაცემებით კი ყოველი მეხუთე დოლარი ინტერნეტში იხარჯება.
კვლევის თანახმად, 2020 წელს საერთაშორისო ინტერნეტ-კომერციის მოცულობა 25-30%-ით არის გაზრდილი. ასევე, გაიზარდა კომერციის გეოგრაფია, რადგან მომხმარებლებმა სათანადოდ შეაფასეს, თუ რამდენად კომფორტულია სახლიდან გაუსვლელად, დივანზე ჩამომჯდარმა შეიძინო სასურველი ნივთი. ცალკეულ ქვეყნებში e-commerce-ის ზრდის დინამიკამ 60-90% -საც მიაღწია.