კორონავირუსით უცხოეთში მყოფი საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაცვლილია 13 ადამიანი - Palitra News

კორონავირუსით უცხოეთში მყოფი საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაცვლილია 13 ადამიანი

2020-05-08 14:29:39+04:00
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, დაავადების შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. ზალკალიანის განმარტებით, ინფიცირებულთა შემთხვევაში დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმებშია გამოვლენილი.