კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის - ბრაზილიის პრეზიდენტი - Palitra News

კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის - ბრაზილიის პრეზიდენტი

2020-08-01 17:25:04+04:00

კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა. „ვიცოდი, რომ ოდესმე დავინფიცირდებოდი, ვფიქრობ საბოლოოდ, ყველა დაინფიცირდება. რისი გეშინიათ? მზად იყავით,“- აღნიშნა ბოლსონარუმ. ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი თვის დასაწყისში დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ განმეორებითმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. გუშინ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ვირუსმა ფილტვები დაუზიანა, რის გამოც ანტიბიოტიკებით მკურნალობას განაგრძობს.