ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც "პალიტრანიუსს" „საპატრიარქოს უწყებანიდან“ აცნობეს, მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა.
"საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგია მწუხარებას გამოვთქვამთ მამა შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი შიო“, - აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.