ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, კოვიდის პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში სავალდებულო ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, COVID-19-ის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.