უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე განცხადებით, ზელენსკი კიევში, „კლინიკა ფეოფანიაში“ მკურნალობს, სადაც იზოლირებულ პალატაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკსაც დაუდასტურდა, რომელიც იმავე საავადმყოფოშია მოთავსებული.