კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან - თამარ გაბუნია - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან - თამარ გაბუნია

2020-09-29 12:27:05+04:00

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გადაწყვეტილებას ტესტის გაკეთების ან არგაკეთების საჭიროების შესახებ პაციენტის მკურნალი ექიმი იღებს.