დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა. როგორც იმნაძემ აღნიშნა დღეს საქართველოში რა შემთხვევებიც არის გამოვლენილი, ძირითადად ეს არის ან ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას და იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნითაა გაცემული, მათ შორის დაიცვან დისტანცია ყველასთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან