კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის მოზარდია - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის მოზარდია

2020-04-04 14:11:03+04:00

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექციით 10 პაციენტია მთავსებული, რომელთაგან 2 არის ახალი პაციენტი. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, დამატებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი სრულწლოვანია, ხოლო მეორე არასრულწლოვანი - 13 წლის მოზარდი. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, კლინიკიდან გაეწერება 1 პაციენტი.

ამასთან, როგორც მაკა სოლოღაშვილი ამბობს, კლასტერებისა და ვირუსის წყაროს დასახელება ამ ეტაპზე უკვე გართულებულია, ვინაიდან საკმაოდ ბევრია უკვე კლასტერი და მათი გარჩევის საშუალება აღარ გვაქვს