კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღიურად უტარდება, ჯერჯერობით გართულებებს ადგილი არ აქვს და ის სტაბილურია.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზონაში 6 პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის" თანამშრომელი.
ეზუგბაიას ინფორმაციით უკვე გამოკვლეულ 11 პაციენტს შორის ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კი ცნობილი დღეს გახდება.