კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის

2020-03-24 10:48:21+04:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, როდესაც მათ სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.