საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.
ახალი პაციენტებიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მოქალაქეებთან დაკავშირებული პირები არიან. მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მათ დაბალი სიცხეები და ვირუსის მინიმალური გამოხატული ნიშნები აქვთ.