კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია

2020-03-30 10:43:33+04:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 6 ადამიანს კონტაქტი ბოლო 2 ინფიცირებულთან ჰქონდა.