ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სტაბილურია იმ ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინიტრაციაში განაცხადა, სადაც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.