კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინს ტოვებენ და თვითიზოლაციაში გადადიან - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინს ტოვებენ და თვითიზოლაციაში გადადიან

2020-04-13 12:28:01+04:00

კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები სამეგრელოში კარანტინს ტოვებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელოს განყოფილების ხელმძღვანელის, ანზორ ქობალიას განცხადებით, ამ დრომდე კარანტინში აღნიშნულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი 23 პირი იყო, ახლა კი ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავა. მისივე თქმით, მათგან 3 პირს ვირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია.

შეგახსნენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა, 4 აპრილს გახდა ცნობილი. სპორტსმენს კონტაქტები ჰქონდა სამეგრელოს რეგიონში.