კორონავირუსით ინფიცირებულ მოზარდებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ - 86 წლის ქალის მდგომარეობა კი მძიმეა - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირებულ მოზარდებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ - 86 წლის ქალის მდგომარეობა კი მძიმეა

2020-03-20 12:03:05+04:00

კვლავ მძიმეა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის პაციენტის მდგომარეობა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მდგომარეობას პაციენტის ასაკი და თანმხლები დააავადებები ართულებს.

რაც შეეხება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ენძელაძე ამბობს, რომ მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და კეთილსაიმედოა. ინფექციური საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან პნევმონია სულ 11 ადამიანს აქვს, მათ შორის რამდენიმე შემთხვევა საშუალო სიმძიმისაა.