კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა. შემთხვევა იმპორტირებულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ -19 სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პაციენტთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და პროცესი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პნევმონია 17-დან მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნება.