რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ადამიანებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამასთან, როგორც გოფოძე ამბობს, ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, რაც შეეხება ახლად დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან რამდენიმე ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს.