კორონავირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კოვიდ19-თან ერთად, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ.
„ამჟამად 52 პაციენტია გარდაცვლილი, გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევაა. ორივე პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო - 88 და 82 წლების, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.