კორონავირუსით გარდაცვლილ მე-12 პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
როგორც "პალიტრანიუსს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. 81 წლის ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 აპრილს, ქართულ-გერმანული საავადმყოფოდან გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ტურძელაძის ინფორმაციით, 29 აპრილის შემდეგ პაციენტს ორჯერადი ტესტირებით კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა, მაგრამ მძიმე ქრონიკული დაავადებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია.