Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 55 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 30,59% შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 496 156 ადამიანი და გარდაიცვალა 15 683 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 783 856 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 3 560 ადამიანი აიცრა.