კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც "პალიტრანიუსს" ჩარკვიანმა განუცხადა, მას არაერთი მტკიცებულება მოეპოვება, რომელიც შვილის გარდაცვალების მიზეზებთან კავშირშია. მისივე თქმით, მტკიცებულებებს შორის არის კლინიკიდან შვილის მიერ გამოგზავნილი როგორც აუდიო ფაილები, ასევე წერილები.
გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ ყველას, ვისაც კი მისი შვილის გარდაცვალებასთან კავშირი აქვს, წინ „დიდი სიურპრიზი“ ელოდება. ის ხვალ, გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.