დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით კი მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ ადამიანების მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა.