ბოლო მონაცემებით, პერუში კორონავირუსის 240 908 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 7 257-ია,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობით პერუმ იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
ცნობისათვის, პერუ ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო საზღვრები ჩაკეტა. რაც შეეხება იტალიას, ის კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთ ყველაზე ძალიან დაზარალებულ ქვეყანად ითვლება.
კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით იტალია რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში პირველ პოზიციაზე იდგა.