საქართველოს 50 წლის მოქალაქესთან მიმართებით, რომელსაც ახალი კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში პირველს დაუდასტურდა, ტესტმა 14 დღის შემდეგაც დადებითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, როგორც "პალიტრანიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, აღნიშნული პირი კვლავ კლინიკაში რჩება, რადგან ითვლება, როგორც ინფექციის გამავრცელებელი. მათივე განმარტებით, 50 წლის მამაკაცს ახალი ტესტი გუშინ, ინფექციის დადასტურებიდან 2 კვირიანი ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარდა. მათივე განმარტებით, მამაკაცს ტესტი კიდევ ჩაუტარდება, რომლის პასუხთან დაკავშირებითაც განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, პირველია, ვისაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი საქართველოში 25 თებერვალს შემოვიდა, 26 თებერვალს კი ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.