კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში მყოფ 25 პირს დეტალურად გამოიკვლევენ - Palitra News

კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში მყოფ 25 პირს დეტალურად გამოიკვლევენ

2020-03-05 12:58:57+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა. როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეოთხე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია და ისინი დეტალურად იქნებიან გამოკვლეული.