კორონავირუსის ეპიდემია აფრიკის ქვეყნებშიც გავრცელდა. სუდანში 50 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.
„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აფრიკის 18 ქვეყანაში-მაროკოში, ტუნისში, ეგვიპტეში, სენეგალშუ, ტოგოში, კამერუნში, ბურკინა-ფასოში, კონგოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნიგერიაში, კოტ-დ’ივუარში, გაბონსა და განაში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა ეგვიპტეში დაფისირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 80-ზე მეტი ადამიანი დაიმფიცირდა, 2 კი დაიღუპა.