კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ზუგდიდში დადასტურდა, ინფიცირებული პირი თურქეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იყო. მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს მოათავსეს, ის 67 წლისა.რაც შეეხება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას - მდგომარეობა სტაბილურია.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 70 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გუშინ მოათავსეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ზუგდიდში 20 მარტს ჩამოვიდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 75 -მდე გაიზარდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.