ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Ultra Music Festival, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, სამაუწყებლო კომპანია SiriusXM-თან თანამშრომლობით, რადიოსადგურ UMF Radio-ს აფუძნებს. 20 მარტიდან მის პირდაპირეთერში Ultra Virtual Audio Festival გადაიცემა. პროექტის ფარგლებში მსმენელებს ისეთი ცნობილი არტისტების სეტების მოსმენა შეეძლებათ, როგორებიც არიან: Armin van Buuren, Martin Garrix, Major Lazer და სხვები. სწორედ ეს მუსიკოსები უნდა ყოფილიყვნენ წლევანდელი ღონისძიების ჰედლაინერები.